ზუგდიდში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” გააპროტესტეს


  • დღეს, ზუგდიდში, პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები და საზოგადოების სხვა წევრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილებს ხელში ეჭირათ ბანერი „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის ორგანიზატორებმა, მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ. 

აქციის მონაწილეებმა ზვიად გამსახურდიას გამზირზე გზაც გადაკეტეს. ცენტრალური ბულვარის ერთ მხარეს მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო, ადგილეზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ყოველდღე შეიკრიბებიან იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ.

ინფორმაციისთვის: დღეს, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!