- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1941-1945), ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ომის შვიდ გმირს ითვლიდა. შვიდიდან სამი ბრძოლის ველზე დაეცა. დრო, ბრძოლებს, დამსახურებებს სხვადასხვა შეფასებებს აძლევს.
მიუხედავად ამისა, ზუგდიდელებმა უნდა იცოდნენ იმ შვიდი ადამიანის სახელი გვარი, ვინც ომის ქარ-ცეცხლი გამოიარა: ტიბუა შოთა პლატონის ძე (1918-1945) – ზუგდიდის რაიონი სოფელი ჭაქვინჯი. 1945 წლის 24 მარტს მდინარე ვისლის გადალახვის ბრძოლებში მოპოვებული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.
სხულუხია გრიგოლ პეტრეს ძე (1909-1942)- ზუგდიდის რაიონის სოფელი რუხი. 1945 წლის 29 ივნისის ბრძანებულებით მიენიჭა გმირის წოდება ყირიმისათვის ერთ-ერთ სისხლიმღვრელ ბრძოლაში გამოჩენილი უმაგალითო გმირობისათვის (გერმანელებმა ცოცხლად დაწვეს კოცონზე).
სორდია ბონძი აქვსენტის ძე (1911-1944) – ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიში. 1943 წლის 13 ნოემბერს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში ასეულის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის.
ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე (1914-1975) – ზუგდიდის რაიონის სოფელი ძველი აბასთუმანი. 1945 წლის 24 მარტს მდინარე პრუტზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.
ესებუა ვლადიმერ მიხეილის ძე (1917-უცნ.) – ზუგდიდის რაიონის სოფელი გრიგოლიში. 1943 წლის 17 ნოემბერს ქერჩის სადესანტო ოპერაციისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება.
ჩილაჩავა შალვა ილიას ძე (1911) – ზუგდიდი. 1944 წლის 23 აგვისტოს მიენიჭა გმირის წოდება ოზარიჩევსკის მახლობლად მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.
ქირია შალვა ნესტორის ძე (1910-1988) – ზუგდიდის რაიონი სოფელი ცაიში. 1944 წლის 26 ოქტომბერს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.