- 48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია.
“მადლობა. ძალიან ვამაყობ თქვენით. ასე არ ჯობს? კაი ამბები ჩაგიდენიათ. რითი შეგვაშინებენ? როცა ჯილდო გამარჯვებაა, რატომ გავჩერდებით?! ისევ ისე მხნედ და უფრო გაბრაზებული ვარ, ოღონდ ცოტა მოკლე წვერით. დამაპუტეს და დამცინოდნენ- შამპუნი გამოცვალე, გცვივაო. “იგინებოდა-ილანძღებოდა.”-წერს აქტივისტი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი პოლიციამ თბილისში, დააკავა, როცა მოქალაქები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებდნენ.