- ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარის მაია კალანდიას და „დროას“ აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესები 13 მაისამდე გადაიდო.
ორივე მათგანს საიას ადვოკატები იცავენ. პროცესები ერთსა და იმავე დროს იყო ჩანიშნული, მარიამ სიჭინავამ თავად მოითხოვა პროცესის გადადება, რადგან მისი საქმის განხილვას ადვოკატები არ ესწრებოდნენ.
მაია კალანდიას პროცესზე, ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ სხდომა გადადებულიყო, რადგან ვერ მოასწრეს საქმეზე მტკიცებულებების შეგროვება.
ინფორმაციისთვის: მაია კალანდიას და მარიამ სიჭინავას გამოძიება სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.