ნიკა გვარამია-დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მაია კალანდია და შეწყდეს მისი დევნა!


  • “ახალის” თავმჯდომარე ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს: “ახალის” ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, გამორჩეული ქართველი პატრიოტი და ჩემი მეგობარი მაია კალანდია დააპატიმრეს გუშინ ზუგდიდში ანტირუსულ აქციაზე! დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მაია კალანდია და შეწყდეს მისი დევნა!

ინფორმაციისთვის: წუხელ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეები აპროტესტებდნენ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. აქციის დაწყებისას კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პარტია “ახალის” და საკრებულოს წევრი მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 5 =

Akismet ანტისპამი