- თბილისში, “ცალკე სივრცეში”, ზუგდიდელი მხატვრის ელენე ფიფიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გამოფენა “მორევი” წარმოგიდგენთ ელენე ფიფიას 2020-2024 წლებში შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც ერთმანეთისგან დროში დაშორებულ ქუჩებს, ქალაქებს, სახლებს, უცნობსა და ნაცნობ ადამიანებსა თუ საგნებს აერთიანებს. ეს არის დინამიური და ექსპრესიული ნამუშევრების სერია, რომლებიც ნაჭრებსა და ძაფებშია შესრულებული.
გამოფენა 19 აპრილის ჩათვლით გასტანს.