მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა “სააღდგომო ტრადიციები დადიანების სასახლიდან“ იწყება


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმი იწყებს საგანმანათლებლო პროგრამას “სააღდგომო ტრადიციები დადიანების სასახლიდან“.

პროგრამა „სააღდგომო ტრადიციები დადიანების სასახლიდან“- მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.

სალექციო ფორმატში, მოისმენენ ლექციას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სახალისო ინდივიდუალურ სამუშაოს. ბავშვები საკუთარი ფანტაზიით გააფერადებენ და მოხატავენ სააღდომო კვერცხებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × five =

Akismet ანტისპამი