- I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს. თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგების ციკლი 2024 წლის 3 აპრილს დაიწყო.
ტრენინგების ციკლი მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების თანამშრომლების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 15 საბავშვო ბაღის მენეჯერების პროფესიულ განვითარებას. ტრენინგებს უძღვებიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ადგილობრივი ექსპერტები.
სატრენინგო მოდულები შემუშავებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და ადგილობრივი ექსპერტების მიერ. მოდულები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. ტრენინგების ციკლი დაყოფილია სამ ეტაპად და მოიცავს ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის გადამზადებას, ასევე ემსახურება ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას – საგანმანათლებლო პერსონალს ტრენერები საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესში გაუწევენ მენტორობას.
საბავშვო ბაღების მენეჯერებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ტრენინგებზე მიღებული ცოდნა დაეხმარება სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესების წასახლისებასა და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში. ტრენინგები კიდევ ხუთ საპილოტე (გორი, ვანი, ლანჩხუთი, დედოფლისწყარო, ახალქალაქი) მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ჩატარდება.