დადიანების მუზეუმს შვედეთის ელჩი სტუმრობდა


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტრქტურულ მუზეუმს, შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი ეწვია.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელჩი, ზუგდიდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის პროგრამის “გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის გახსნაზე იმყოფებოდა. როგორც თავად აღნიშნა, რამდენიმე თვიანი მოღვაწეობის პერიოდში დიდ ინტერესს გამოხატავს საქართველოს ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და სხვადასხვა რეგიონებში სამუშაო ვიზიტით, ყოფნისას სიამოვნებით ეცნობა ადგილობრივ კულტურას.

ქალბატონ ელჩს საჩუქრად გადაეცა სიმბოლური საჩუქარი, წიგნი – “დადიანების სასახლეების საგანძური”, ლილი ბერაიას ავტორობით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!