- ამ ფოტოზე, ზუგდიდელებისთვის კარგად ცნობილი სამი სახეა-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი პაპუში ქავთარაძე და მის ორი შვილი – ეკონომისტი მზია გელოვანი და სპორტის დამსახურებული ოსტატი ნოდარ გელოვანი.
ნაადრევად შეწყდა მათი სიცოცხლე: ჯერ ქალბატონი პაპუში წავიდა, შემდეგ ნოდარი, და არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მზიამაც გადაინაცვლა ზეციურ სამფლობელოში.
ზუგდიდელების მეხსიერებას ნოდარ გელოვანის სახელი და გვარი საუკუნეები შემორჩება. ჭადრაკის ტრფიალს, დამსახურებულ ოსტატს არაერთი თაობა გაუზრდია და დაუკვალიანებია.
ზუგდიდში, ყოველწლიურად, იმართება ნოდარ გელოვანის მემორიალი ჭადრაკში, რაც უკვდავჰყოფს მის სახელს. მზიას და ნოდარის ცხოვრებას მათი შვილები: შოთა და კოსტანტინე ედიშერაშვილები და გოჩა და მიხეილ გელოვანები გააგრძელებენ.
ნ. მიქავა