ნონა ქობალიას ხსოვნა


  • დღეს, ზუგდიდში, ჟურნალისტს, ეთნოგრაფს, არაერთი საინტერესო ნაშრომის ავტორს, საუცხოო მოკალმეს ნონა ქობალიას კრძალავენ.

ნონა ქობალია იყო თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე, ნამდვილი პროფესიონალი. ის იყო მამის, ალიო ქობალიას 1600 გვერდიანი ლექსიკოგრაფიული ნაშრომის, ორ ტომად გამოცემული „მეგრულ-ქართული ლექსიკონის“ რედაქტორი, რომელშიც 97000 ლექსიკური ერთეული და სიტყვა-სტატიაა შესული. მკითხველმა დიდი პატივისცემით მიიღო მისი “მთვარის მოზაიკამაც”.

დღეს ზუგდიდის მიწა მიიბარებს საქართველოს და მშობლიური კუთხის სიყვარულით გულანთებულ ქალბატონს. მაცხოვრისკარის სასაფლაოზეა დაკრძალული ნონას მამა, ცნობილი პუბლიცისტი, პოეტი და ეთნოგრაფი ალიო ქობალიაც მეუღლესთან ერთად.

“ზუგდიდელები” ზუგდიდელების სახელით თანაუგრძნობს ოჯახს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!