აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ადასტურებენ აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ შემთხვევას, ინფორმაციას, რომ გარდაცვლილია გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია,რომელიც დროებით ზუგდიდში ცხოვრობდა. ახალგაზრდა, 30 წლის მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის ექსპერტიზაშია გადასვენებული.