კულტურის სახლის ყოფილ შენობას ხე დაეცა


  • კულტურის სახლის ყოფილ შენობას, სადაც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრია განთავსებული სტიქიის გამო მოგლეჯილი ხე დაეცა და წინა ფასადის მონაკვეთი დაზიანდა.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, 7, 10 და 13 თებერვალს დაგეგმილი სპექტაკლები მოხსნილია.

“სტიქიური მოვლენის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა შენობას, სადაც დროებით განთავსებულია ჩვენი თეატრი. დაზიანდა შენობის წინა ფასადის მონაკვეთი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამიტომ 7-10-13 თებერვალს დაგეგმილი სპექტაკლები მოხსნილია. დამატებით გაცნობებთ წარმოდგენის ახალ თარიღს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!