საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ფასი 1 მარტიდან იზრდება


  • 2024 წლის 1 მარტიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასი შეიცვლება, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, “იმისთვის, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, აუცილებელი გახდა ბილეთების ფასების ცვლილება”.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაცულ ტერიტორიებზე 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე უფასოდ დაიშვებიან, ხოლო 6-დან 18 წლამდე პირებისთვის შენარჩუნდება შესვლის ღირებულება – 5.5 ლარი.

რაც შეეხება სხვადასხვა ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთების ფასებს:

  • მარტვილის კანიონი

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

ნავით გასეირნება – 15 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.

  • ოკაცეს კანიონი

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9,20 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

  • ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.

  • პრომეთეს მღვიმე

საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.

ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად – 13 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 23 ლარის ნაცვალად – 25 ლარი.

ნავით გასეირნება – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

  • სათაფლია

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 8 ლარის ნაცვალად – 10 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17.25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.

  • ნავენახევის მღვიმე

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად – 8 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!