- სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა – განადგურებულია სამხატვრო გალერეის 4000-ზე მეტი ეგზემპლარი.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მივიდა. მან ე.წ. გენერალურ პროკურატურას ხანძრის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიანი გამოძიება დაავალა.