19-20 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.

“თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!