- ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა ქართული თეატრის 2022 -2023 წლის საქმიანობის სტატისტიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, ზუგდიდის თეატრში, წლის განმავლობაში, გაზრდილია წარმოდგენების, ასევე გაყიდული ბილეთების და დამსწრე მაყურებლის რაოდენობა. ასევე მომატებულია ახალი სპექტაკლების სტატისტიკაც.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ინფორმაციით, რეიტინგების მკვეთრი ზრდა, მათი დაუღალავი შრომის, მონდომების და მაყურებლის ერთგულების შედეგია.
“მადლობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს. დროებითი თავშესაფრის და მწირი შესაძლებლობების ფონზე საკმაოდ დამაჯერებელი შედეგებია. ჩვენ ვშრომობთ თქვენთვის და ზუგდიდში კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის. ძალიან მალე თანამედროვე სტანდარტების ახალი თეატრის შენობის გახსნასაც ვიზეიმებთ”-აღნიშნულია ინფორმაციაში.