- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ მედიასთან განმარტა, რომ სკოლებში ყველგან არის გათბობა და საგაკვეთილო პროცესის განახლებას ხელს არაფერი უშლის.