15 იანვრიდან, მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა “შობა-ახალი წლის ტრადიციები” გაგრძელდება


  • 15 იანვრიდან, დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა – ”შობა-ახალი წლის ტრადიციები” გაგრძელდება.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.

პრეზენტაციის თემა იქნება როგორ ხვდებოდნენ საქართველოს სხავადასხვა კუთხეში შობა-ახალ წელს და რამდენად მრავალფეროვანი ტრადიციები ჰქონდათ ქართველებს.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით, ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან საახალწლო დეკორაციებს.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით).

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.

პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.

დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!