- უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში ისტორიული როიალის პრეზენტაცია შედგა.
სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყო ვირტუოზი პიანისტი – პაატა ანდრიაძე, კონტრაბასისტი – ნოდარ ექვთიმიშვილი და მომღერალი ელენე ფოჩხუა. ჯაზური მუსიკის რიტმულმა მელოდიებმა და მომღერლის ჰარმონიულმა ხმამ, დაუვიწყარი საღამო აჩუქა დამსწრე საზოგადოებას.
საღამოს უძღვებოდა წამყვანი, მიშიკო ბუაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუზეუმის მეგობართა კლუბის წევრები და მოწვეული სტუმრები.
როიალის რესტავრაცია შედგა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ზუგდიდის დადიანების მუზეუმის მეგობართა კლუბის დახმარებით.
როიალის რესტავრატორი: როლანდ მელქაძე.
ინფორმაციას დადიანების სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს