ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა


  • დღეს, ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აღსაზრდელებმა ახალი წლის ზეიმზე სიმღერები წარმოადგინეს და სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს. ყველა აღსაზრდელს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. 

დღევანდელ ღონისძიებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, სხვა სამღვდელო პირებთან ერთად ესწრებოდა. მეუფემ პატარები დალოცა და საჩუქრად ხატები გადასცა.

#1 საბავშვო ბაღის გამგემ ხათუნა გულორდავამ, სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მათ მშობლებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!