- ხვალ, 6 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “შაშვი, შაშვი მაყვალი”. რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე გახლავთ.
“შუახნის მარტოხელა ქალი-ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელად ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება.”-აღნიშნულია თეატრის ინფორმაციაში.