- 30 წელი გავიდა იმ შავბედითი დღიდან, 1993წ. 2 ივლისს დაბა ტამიშთან, რუსულმა მხარემ იერიში მიიტანა ქართულ სამხედრო ძალებზე და ქართველი სამხედროები ალყაში მოაქცია, რუსეთის მიერ ჩამოსმულმა დესანტებმა, სამი საათის განმავლობაში 300 ქართველი მებრძოლი, რომლებიც გმირობის მაგალითს იძლეოდნენ, გაანადგურა და მთლიანად დაიკავა ტამიშის მონაკვეთი.
უმძიმესი სისხლისმღვრელი დღეები გადაიტანა ქართველმა ხალხმა. ამ მიწაზე დაღუპული გმირი, მერაბ (რენო) გედენიძე, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული იყო დღეს მისი ნეშთი დაუბრუნდება მშობლიურ სოფელს, ჭკადუაშს და ჩაიხუტებს თავის შვილს მშობლიური სოფლის მიწა.
15, 16, ნოემბერს, თბილისში, სამების დიდ საკათედრო ტაძარში პატივს მიაგებენ ჩვენს გმირებს.
17 ნოემბერს სოფელ ჭკადუაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართება პანაშვიდი, 18 ნოემბერს მიიბარებს მშობლიური მიწა თავის გმირს. ნათელი მის სულს.
წყარო: სოციალური მედია