- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანამშრომლებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დაასუფთავეს გამსახურდიას გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი სახლების შიდა ეზოები და მათი მიმდებარე ტერიტორიები.
“ჯანსაღი და სუფთა გარემოს მისაღწევად მხოლოდ დასუფთავების სამსახურის შრომა და ძალისხმევა არ არის საკმარისი, ამ საქმეში მოსახლეობის ჩართულობაც აუცილებელია. დავიცვათ გარემო. ნაგავი მოვათავსოთ ნაგავშემკრებ კოტეინერებში. პირები, რომლებიც დაანაგიანებენ გარემოს, მათ მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.”-აღნიშნულია “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.