- დღეს, გაიმართა მუზეუმელთა ალიანსის რიგით მეორე ასამბლეა. ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის ხელმძღვანელმა, რამაზ ობოლაძემ, დადიანების სასახლეთა მუზეუმს, პირადი კოლექციიდან, საჩუქრად გადასცა, უფლისწულ ნიკო დადიან – მინგრელსკის მეუღლის, მერი ადლერბერგ – დადიანის ნაქონი ფრაჟეს დანა-ჩანგალი, დამშვენებული სამთავრო გვირგვინით და მონოგრამით.
“დადიანების სასახლეთა უმდიდრეს კოლექციაში, რაც მუზეუმის ფონდსაცავებშია დაცული, დადიანების, კერძოდ ნიკო მინგრელსკის ნაქონი ჭურჭელი დიდი რაოდენობით ინახება – მათ შორისაა ლამბაქები, თეფშები, დამზადებული სხვადასხვა საიმპერატორო სახელოსნოებში, თუმცა, კერძოდ დანა-ჩანგალი არ გაგვაჩნდა, ეხლა კი, გვაქვს დადიანების ოჯახის კუთვნილი დანა-ჩანგლის კოლექცია, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, რამაზ ობოლაძეს, ამ, ერთობ მნიშვნელოვანი და ღირებული შემოწირულობისთვის. უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი, ღირსეული მამულიშვილები.”-აღნიშნულია დადიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.