- დღეს, სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში მეთოდისტებს საკურატორო ბაღები გადაუნაწილდა.
ბაღების გადანაწილება დახურული კენჭისყრის შედეგად მოხდა და მასში ცენტრის ყველა მეთოდისტმა მიიღო მონაწილეობა.
კენჭისყრის პროცესს ზედამხედველობა- მონიტორინგს, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია უწევდა.
ყოველი ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყების წინ, სკოლამდელების ცენტრის მეთოდისტები, ცენტრს დაქვემდებარებულ ბაღებში, საკუთარი უფლებმოსილების ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობას, სწორედ ამ პრინციპით შერჩეულ საბავშვო ბაღებში ახორციელებენ.