ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მოხალისეები და სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. დასუფთავების აქცია სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სამეგრელოს ბიუროს ორგანიზებითა და ა.ა.ი.პ ,,ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.