- 14 აგვისტოს მონაცემებით: ნაპოვნია 24 ცხედარი, იდენტიფიცირებულია 21, ეძებენ 9 ადამიანს. ეს ოფიციალური ვერსიით (არაოფიციალური, სხვადასხვა ავტორის ვერსიით, იდენტიფიცირებულია 22 ადამიანი, ეძებენ 10 ადამიანს).
მიწის მასის 60% გადამოწმებულია, სამუშაოები 18 ლოკაციაზე გრძელდება, აქედან 10-ზე თავდაცვის ძალები მუშაობენ, დაკარგულები იძებნებიან რიონის ხეობაშიც, სამუშაო ზონა 50-ზე მეტ კილომეტრს მოიცავს და ამბროლაურის აეროპორტის ტერიტორიამდე ჩადის, სამუშაოებში ჩართულია ნავები.
ადგილზე მუშაობენ: მაშველები, ჯარი, კინოლოგები, გეოლოგები, მოხალისეები (ადგილობრივები, შერჩეულები ტერიტორიის ცოდნის მიხედვით), მძიმე სპეცტექნიკა, მცურავი საშუალებები.