“დადიანების ევროპული ბაღი და ეკოლოგია”


  • დადიანების მუზეუმისა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამის “დადიანების ევროპული ბაღი და ეკოლოგია“ რეგისტრაცია დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, დედოფლისეულ სასახლეში ბავშვები დაათვალიერებენ დადიანების მემორიალურ გამოფენას. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, პროექტში მონაწილეები გაეცნობიან ბაღის ევროპულ, ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას და უნიკალურ მცენარეთა მრავალფეროვნებას.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს ორანჟერეის დათვალიერებასა და მცენარეების დარგვას. პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1.

ტელეფონი: 595 28 76 76.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 − three =

Akismet ანტისპამი