- ხვალ, 15 ივლისს, ქრისტიანული სამყარო, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს. ეს დღე, რელიგიურთან ერთად, სახალხო დღესასწაულია ზუგდიდში, სადაც უდიდესი სიწმინდე მარიამ ღვთისმშობლის კვართია დაბრძანებული და იმავდროულად არის ვლაქერნის ხატის სახელობის ეკლესია.
დილის ცხრა საათზე, დადიანების მუზეუმიდან სასულიერო პირები გამოაბრძანებენ ღვთისმშობლის კვართს, შემდეგ, რამდენიმე წუთით ის დაბრძანებულ იქნება ქალაქის ცენტრში აღმართულ ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან. შემდეგ კი, კვართს გადააბრძანებენ ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში, სადაც სადღესასწაულო წირვის დამთავრების შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მრევლს და მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ ემთხვიონ ღვთისმშობლის კვართს.