ზუგდიდში დასაქმების ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება


  • 7 ივლისს, 11:00-დან 13:00-მდე ზუგდიდი მოლში “დასაქმების ახალგაზრდული ფორუმი” გაიმართება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს 17-დან 29 წლამდე, (სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს).

ჩატარდება პანელური სესია თემაზე: ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

“ფორუმზე საქართველოში მოქმედი კომპანიები შემოგთავაზებენ სამუშაო ადგილებს და სტაჟირების პროგრამებს. ასევე, მოქალაქეებს გაგაცნობენ ინფორმაციას მათ ორგანიზაციაში არსებული სტანდარტების შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ, უკეთ დაგეგმოთ თქვენი კარიერა; ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე კომპანია.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ფორუმი ორგანიზებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალგაზრდული სათათბიროსა და ზუგდიდი მოლის მიერ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!