- ჰააგაში დღეს აგრესიის დანაშაულის სამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი (ICPA) იხსნება, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოიძიებს.
Agence France-Presse იუწყება, რომ აგრესიის დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრი (ICPA) აერთიანებს პროკურორებს კიევიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC).
მედიის ინფორმაციით, ცენტრი გამოიძიებს და შეაგროვებს მტკიცებულებებს, რაც განიხილება, როგორც წინასწარი ნაბიჯი სპეციალური ტრიბუნალის შექმნამდე, რომელსაც შეუძლია კრემლის ოფიციალური პირები უკრაინის ომის დაწყების გამო პასუხისგებაში მისცეს.
წყარო