ზუგდიდში მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს


  • ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 48 წლამდე ასაკის მამაკაცს სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მედიის ინფორმაციით, გადაკვალიფიცირდა მუხლი, კერძოდ, სსკ-ის 140-ე მუხლიდან სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ჟურნალისტებთან საუბარში, ბრალდებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა 48 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. დედამ არასრულწლოვანი გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში, მუცლის არეში ტკივილის გამო მიიყვანა და აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე თვის ორსულია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!