დღეს, მამა ფრიდონმა (ასათიანი) ზუგდიდში რუსთაველის ქუჩა აკურთხა და დალოცა იქ მცხოვრები ადამიანები. საეკლესიო ცერემონიალის შესრულებაში მონაწილეობა მიიღეს ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის სტიქაროსნებმა.