“როგორ ვიმუშაოთ ავთენტურ დოკუმენტზე”-დასკვნითი ნაწილი


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ჩატარდა ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯისა და მუზეუმის ერთობლივი პროექტის დასკვნითი ნაწილი – “როგორ ვიმუშაოთ ავთენტურ დოკუმენტზე”.

პროექტზე მუშაობდნენ კოლეჯის მეცხრე კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.

დადიანების სასახლის მუზეუმის ინფორმაციით, პროექტი დაიგეგმა რამდენიმე ეტაპად და მუზეუმის აქტიური მხარდაჭერითა და რეკომენდაციებით, წარმატებით განხორციელდა.

მოსწავლეებმა, ფრანგულიდან ქართულად თარგმნეს მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის, ლიტერატურულ არქივში დაცული, ანდრია დადიანის პირადი წერილები (მიმოწერა), ჭადრაკის თემატიკაზე.

მეცხრეკლასელებმა, დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს ანდრია დადიანისადმი მიწერილი ფრანგული ხელნაწერი წერილების ქართული თარგმანები, რამაც დღის სინათლე, ქართულ ვერსიად, მოსწავლეების ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად იხილა.

მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა ანზორ ოყუჯავამ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა და აქტუალობა.

ასევე, ხელნაწერთა ფონდის მცველმა, ქალბატონმა ნაზიბროლა ქორთუამ გამოთქვა სურვილი, მოსწავლეების ჩართულობით პროექტის გაგრძელებაზე, ამ კულტურული აქტივობის საჭიროების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანდრია დადიანის, როგორც ჭადრაკის მსოფლიო დონის დიდოსტატის პოპულარიზაციისათვის.

მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულ თარგნილ წერილებს დაემატება მუზეუმის თანამშრომელთა, ნაზიბროლა ქორთუასა და მალვინა მეფორიას მიერ დამუშავებული მასალა, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.

პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის ადმინისტრაციამ, პროექტის მონაწილე მუზეუმის თანამშრომლებს მადლობის წერილი გადასცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!