ზუგდიდის მერია ახალგაზრდების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს


  • ზუგდიდის მერია ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების მხარდაჭერას აგრძელებს.

კომისიის გადაწყვეტილებით, ფინანსური მხარდაჭერა გაეწია:

გერმანიის ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს, კესო ნაჭყებიას.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და მეცნიერული სკოლის ეკონომიკის მაგისტრატურის პროგრამის პირველ კურსის სტუდენტს  კონსტანტინე ჯალაღონიას.

კომისიის თავმჯდომარემ, ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, რომ ამ პროგრამის შექმნის მთავარი მოტივატორი, სწორედ წარმატებული ახალგაზრდებია. აქვე, ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ მერიის მხარდაჭერა აღნიშნულ პროგრამებზე.

ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით  გათვალისწინებულია:

ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა – მერის  სტიპენდია;

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;

არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა;

საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.

#ზუგდიდისმერიაახალგაზრდებისთვის

#გამოიყენეშესაძლებლობა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!