- ზუგდიდში, სკეიტ პარკში, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციაზე მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციისთვის: აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ და მთავრობისგან ითხოვენ, დააფინანსოს დიაგნოზის სამკურნალო მედიკამენტი.