წიგნი “ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაზე”


  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მეორედ გამოიცა წიგნი “ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია”, რომელიც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს.

წიგნში ასახულია ეპარქიის წარსული და დღევანდელობა, ასევე სხვადასხვა საეკლესიო სიწმინდე. საუბარია ეპარქიაში ადრე და ამჟამად მოღვაწე სასულიერო პირებზე, განხილულია ყველა მოქმედი და მშენებარე ტაძრის ისტორია, აგრეთვე აღწერილია ეპარქიის სასულიერო გიმნაზიების და ა(ა)იპ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან არსებული, ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის საქმიანობა,დართულია ფოტო სურათები.

წიგნი გამოიცა წარმოშობით ზუგდიდელის, ქ. თბილისის საავიაციო ქარხნის გენერალური დირექტორის ბატონი ვაჟა (პანტიკო) თორდიას დაფინანსებით.

წიგნის ავტორ შემდგენლები არიან: დეკანოზი მალხაზ ჭანტურია, იღუმენია დინარა ქვარაია, ფერიდე აფაქიძე, ზაურ ჯალაღონია და ვაჟა ფიფია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!