- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭაქვინჯის ციხე ევროპა ნოსტრას მიერ გამარჯვებულად გამოცხადებულ 7 ძეგლს შორისაა, რომელიც 10 000 ევროს დაფინანსებას მიიღებს.
უწყების ცნობით, ნომინაციები წარდგენილ იქნა ევროპა ნოსტრასა და ევროპის მემკვიდრეობის ალიანსის წევრი ორგანიზაციების, ასოცირებული ორგანიზაციების, ან ინდივიდუალური წევრების მიერ. ძეგლების შერჩევა მოხდა მემკვიდრეობის გამორჩეულობისა და კულტურული ფასეულობის მიხედვით.
ევროპა ნოსტრა პროგრამას ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან პარტნიორობით ახორციელებს. ის მხარდაჭერილია ევროკავშირის პროგრამის ,,შემოქმედებითი ევროპის” მიერ.