დადიანების სასახლეს საჩუქრად 120 წლის უნაგირი გადაეცა


  • ისტორიკოსი გიორგი კალანდია თავის ფეისბუქგვერდზე წერს:

“ქართველი ხალხი ყველაზე გულუხვი და კეთილშობილი ხალხია, ყოველთვის ხედავს და აფასებს ენთუზიაზმს, შრომას.. სწორედ ამის დასტურია ეს ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ზუგდიდის დადიანების სასახლეებმა სულ ახლახან მიიღო. თქვენს წინაშეა 120 წლის უნაგირი, რომელიც დადიანების სასახლეს ქალბატონმა ნანული ჭითანავამ უსახსოვრა. ამ ნივთის სამუზეუმო მომავალზე კი დადიანების სასახლეთა მეგობართა კლუბის წევრმა, ქალბატონი ნანულის ძმამ, ბატონმა დავით ჭითანავამ იზრუნა… ექსპონატი გამორჩეულია და კოლექციისათვის უნიკალური, რადგან წარმოადგენს ქალის უნაგირს, დამშვენებულს მოსევადებითა და მოოქროებით…

მინდა მივულოცო მუზეუმის დირექტორს დავით ოყუჯავას ეს ძვირფასი შენაძენი.. განსაკუთრებული მადლიერება გამოვთქვა მჩუქებელთა მისამართით… სათქმელს კი დავასრულებ იმითი რითიც დავიწყე: ჩვენი ძვირფასი ხალხი ყოველთვის ხედავს და აფასებს შრომას და ენთუზიაზმს… ამის დასტურია ზუგდიდის დადიანების სასახლეების ახალი ადმინისტრაციის მოწადინება, არაერთი ახალი პროექტი, ჩვენი ახალი გუნდის საარაკო შემართება, კულტურის სამინისტროს თანადგომა და დამთვალიერებელთა უანგარო მხარდაჭერა”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!