მუნიციპალიტეტებს გარკვეული სამართალდარღვევების მიმართ სახდელის დაწესების შესაძლებლობა მიეცემათ


  • გარკვეულ სამართალდარღვევასთან მიმართებაში, როგორიც არის მწვანე ნარგავების დაზიანება, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის თვითნებური გადათხრა და გარე ვაჭრობა, მუნიციპალიტეტებს კანონდარღვევისთვის სახდელის დაწესების შესაძლებლობა მიეცემათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით მიიღო.

მომხსენებლის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული უფლებით თბილისის მერია უკვე სარგებლობდა და კოდექსში შეტანილი ცვლილებებით მისი სხვა მუნიციპალიტეტებთან გათანაბრება მოხდება. მისივე თქმით, ცვლილებები დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მოთხოვნებსაც პასუხობს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!