- ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა.
მედიის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“.