კომპიუტერები წარჩინებული მოსწავლეებისთვის


  • დღეს, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 111 მეათეკლასელს (2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულს) გადაეცა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × 2 =

Akismet ანტისპამი