“ზუგდიდელები.გე”-ს სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ ზუგდიდელი მძღოლები, “მეტრო ჯორჯიას”, ხვალ დილით, 8 საათზე დაგეგმილი პირველი რეისის განხორციელებაში ხელს შეუშლიან. ისინი დილით, ჩვეულებრივად შეიკრიბებიან და გამართავენ საპროტესტო აქციას. “ადგილობრივი მძღოლები არ დაუშვებენ “მეტრო ჯორჯიას” რეისების განხორციელებას ზუგდიდიდან”-ირწმუნება წყარო.
ადგილობრივი მძღოლების მიერ, თებერვალში, რამდენიმეჯერ გამართულმა აქციამ გარკვეული დროით შეაფერხა “მეტრო ჯორჯიას” მარშრუტები ზუგდიდიდან, მაგრამ როგორც სოციალურ ქსელში დაანონსდა, კომპანიამ 17 მარტიდან რეისები ისევ დანიშნა.