- 24 მარტს, 19:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლი “შეჭრა”.
“სპექტაკლი, რომელიც უნდა ნახოს ყველამ, განსაკუთრებით მოზარდებმა, რათა არ მინელდეს და არ დაგვავიწყდეს ის სატკივარი, რაც დღემდე მოგვყვება. ეს არის სევდიანი ისტორია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. ამბავი დევნილობაში მყოფი ქალის თვითგადარჩენისთვის ბრძოლაზე. მაშინ, როცა საკუთარ სახლს, მიწას, ოჯახს, საკუთარ იდენტობას კარგავ და თვითგადარჩენისთვის ბრძოლას დევნილობაში აგრძელებ. სპექტაკლის შემდეგ გაიმართება დისკუსია”.-აღნიშნულია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.