- “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ტერიტორიულ ერთეულში ყოველდღიურად ხორციელდება ტრასების, სკვერების, პარკების გაწმენდითი სამუშაოები “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის მუშა-მოსამსახურეებისა და მეველეების მიერ.
“მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით: გავუფრთხილდეთ გარემოს, ნუ დავანაგვიანებთ მას. ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ და სუფთა გარემოზე. ეს ჩვენი მოვალეობაა. გარემოს დაბინძურება-დანაგვიანება ისჯება კანონით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.