დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საზოგადოებას გააცნო მუშაობის ერთი წლის ანგარიში. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ თავის მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, საკითხებზე, გადაწყვეტილებეზე, რომელიც ქალაქში განხორციელდა საკრებულოს უშუალო მონაწილეობით.
გაწეული საქმინობების შესახებ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინეს საკრებულოში არსებულმა ფრაქციებმა: “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “რესპუბლიკურმა პარტიამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა”.
შეხვედრას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.