- 8 მარტს, 15:00 საათზე, ზუგდიდის “სკეიტ პარკში”, აქცია-მსვლელობა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ავრცელებენ.
“ჩვენი უფლებები საფრთხეშია!
ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ.
ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა.
8 მარტს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გავმართავთ, რომელშიც ვმონაწილეობთ ყველა, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონის მიღება. Ჩვენ ვართ ყველგან და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას!
მარშის დასრულება გუბერნიის შენობაში, სადაც შეიკრიბებიან რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და წაიკითხავენ განცხადებას/ მიმართვას”.