- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტის განხილვა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, მანდატურებმა რამდენიმე დეპუტატს დაატოვებინეს დარბაზი.
მათ შორის: ანა წითლიძეს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს და თამარ კორძაიას.
მოგვიანებით, დეპუტატმა ანა წითლიძემ თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა: “პირველი მე გამომაძევეს ძალის გამოყენებით. მანამდე ოხანაშვილს პლაკატი ვურტყი. და არ მენანება! ის უფრო მენანება რომ მალე გამომაძევეს და მეტი ვერ ვურტყი. არანაირი საუბარი ამათთან, არანაირი განხილვა. ჰგონიათ სუსით და კრიმპოლით შეგვაშინებენ!”