- მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა.
ჯო ბაიდენი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს.
ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინაში მისი ჩასვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა არ გაჩენილიყო ეჭვი აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერაში.